ცოტნე გამსახურდიას, ჯაშუშობის გარდა, ბრალი ადამიანის დაჭრაშიც ედება
ცოტნე გამსახურდიას, ჯაშუშობის გარდა, ბრალი ადამიანის დაჭრაშიც ედება |
|
შეგახსენებთ: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსხურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კუდ-მა 3 სექტემებრს დღის წინ თბილისის აეროპორტში დააკავა. სასამართლომ გუშინ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამსახურდიას ბრალი სს კოდექსის 314-315 მუხლებით ედება, რაც ჯაშუშობასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს და 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წყარო:Fact.ge |
როგორც “ფაქტს” შს სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს, საქმე ეხება 1999 წელს თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ავთანდილ მაღლაკელიძის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით 1999 წელს აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა როგორც შს სამინისტრო იუწყება, საქმე მალევე მიიჩქმალა.