შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას "ცოტა დაცინვად და ცოტა მოტყუებად" აფასებს
პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ საპარლამენტო გამოსვლას "ცოტა დაცინვად და ცოტა მოტყუებად" აფასებს. "ეს იყო ცოტა დაცინვა და ცოტა მოტყუება. მისი დაპირებები შესაძლოა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს სჯეროდეთ და ისიც - ცოტა ხნით", - განაცხადა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონეფერნციაზე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, "გუშინ პრეზიდენტმა არაფერი თქვა იმის შესახებ, თუ რა გადაწყდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოება პასუხს ელის". "რა დროს ფსევდო-პარლამენტის გაძლიერებაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანა იღუპება?!", - განაცხადა ზურაბიშვილმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ "სააკაშვილის ზოგიერთი გუშინდელი განცხადება სწორი მიმართულებით იყო მიმართული". წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი.