↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სოსო ცისკარიშვილი: "გამორიცხული არ არის, ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს"

pikaso22 1 წთ კითხვა 653 0 კომენტარი

სოსო ცისკარიშვილი: "გამორიცხული არ არის, ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს"

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფონდის "დემოკრატიული განვითარებისათვის" თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უახლოეს მომავალში არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს. როგორც "პირველს" ცისკარიშვილმა განუცხადა, ოპოზიციისა და ნინო ბურჯანაძის გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი თქმით, "არც თუ ისე შორეულ მომავალში წარმოჩნდება". პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სააკაშვილის ხელიუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის გაერთიანება შესაძლოა, ახალ წლამდეც მოხდეს. "მე მათ გაერთიანებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია", - დასძინა ცისკარიშვილმა.

www.pirveli.com.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი