↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ქდესპანი

"ქართული აკადემია" ლადო გურგენიძის და ძალოვან მინისტრების გადადგომას მოითხოვს

pikaso22 2 წთ კითხვა 685 0 კომენტარი

"ქართული აკადემია" ლადო გურგენიძის და ძალოვან მინისტრების გადადგომას მოითხოვს

"ქართული აკადემია" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია მომავალი წლის გაზაფხულამდე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, მანამდე კი ხელისუფლებას 6 პუნქტიან მოთხოვნას უყენებს. კერძოდ: 1. მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, რისთვისაც სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელშიც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გარანტია, რომ კომისიის წევრთა უსაფრთხოება, კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა და დასკვნის საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი