↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიტო გელოვანი. ჩვენი სახელია ჯონდი

pikaso22 8 წთ კითხვა 716 0 კომენტარი

დიტო გელოვანი. ჩვენი სახელია ჯონდი

[დიტო გელოვანი, გაზეთი ”ვერსია”, ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში]
მეთქი, ჩამოვა სხეფერი და წაგვიყვანს ნატოში, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.

სხეფერი ბევრს შეხვდა და ბევრიც ილაპარაკა. რომ ვუსმენდი, ქართული აკადემიის წევრი მეგონა – არახუნებდა ერთი და იგივეს და იყო ასე.

მართალია, რასაც არახუნებდა სწორად არახუნებდა, მაგრამ რახუნი მაინც რახუნია. აბა, მეტი დემოკრატია რომ არის საჭირო, სასამართლო სამართლიანი რომ უნდა იყოს, ხოლო მედია – თავისუფალი, კერძო საკუთრებას, რაც არ უნდა ნაციონალური იყოს, ბინძური თათებით რომ არავინ უნდა ეხებოდეს და ა.შ. ეგ ყველაფერი ჩვენც ვიცით, მაგრამ ჩვენც ისე ვართ, როგორც გასული კვირა – თან ვიცით და თან არ ვიცით. ჩვენი ცხოვრება გასული კვირაა.

სხეფერის ვიზიტიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნატომდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და ამ ნაბიჯს დემოკრატიული არჩევნები ჰქვია. ეს ნაბიჯია, ჯერ რომ არ გადაგვიდგავს და პარლამენტში მიშას გამოსვლას რომ ვუსმინე, მე მგონიკარგა ხანს ვერც გადავდგავთ. ერთი იმიტომ, რომ ხელისუფლებაა არადემოკრატიული და მეორე – ოპოზიციაც არადემოკრატიულია.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი