ზურაბ ნოღაიდელი – პოლიტიკაში დავბრუნდები როგორც პოლიტიკოსი

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რადიო "პალიტრის" გადაცემაში "ახალი დროით" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აქამდე, როდესაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მენეჯერის და მმართველის ფუნქციებს ახორციელებდა.
"მე პოლიტიკაში ვბრუნდები ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო არა მხოლოდ ეკონომიკაში, მთლიანად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ჩვენ წავაგეთ ომი, დავკარგეთ ტერიტორიები. ღრმად შეურაცხყოფილი ვარ წაგებული ომით და დაკარგული ტერიტორიებით, იმავდროულად, მესმის რა ხდება და რა მოხდება ეკონომიკაში. მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ, საკუთარი თავის მიმართ თვითცენზურა მაქვს დაწესებული, რომ არ ვილაპარაკო პოლიტიკურ ვითარებაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ამაზეც ვისაუბრებთ და საუბარი ნაკლებად მწვავე არ იქნება",-განაცხადა ნოღაიდელმა
და აღნიშნა, რომ მის ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ამასთან, ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორი იყო. ნოღაიდელის თქმით, აუცილებელი იყო ომის თავიდან აცილება და ეს შეიძლებოდა. "ამ ომმა მძიმე შედეგები მოგვიტანა. ზღაპრებია, თითქოს ომი მოვიგეთ. ასეთი განცდა აქვთ მთავრობის წევრებს. ჩვენ უმძიმესი Dშედეგები მივიღეთ. ამიტომ უნდა ვისაუბროთ არა იმაზე, რომ ჩვენ არ წაგვიგია, ან მოვიგეთ, არამედ იმ შედეგებზე, რომელიც დადგა და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მე ამას ვერ ვხედავ. მე რეალურ პოლიტიკაში გამოჩენა მოგვიანებით, ოქტომბერში მინდოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარება ამის საშუალებას არ მაძლევს. მერე გადასარჩენი შეიძლება აღარაფერი დარჩეს. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ერთი თვით ადრე საუბრის დაწყება",-განაცხადა ნოღაიდელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს მკაფიო პასუხისმგებლობას აკისრებს იმის გამო, რომ ახლა გადაწყვეტილებები არ მიიღება. "ამ ვითარების ასაცილებლად გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. მთავრობას შესაძლო მოსალოდნელი ვითარების შესახებ ვაფრთხილებ. ომის შედეგად საქართველოში უცხოური ინვესტიცია შეწყდა. შეიძლება 2 წელი ასე იყოს. გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რომელიც ამ პერიოდს ნაკლებად მძიმედ გადაგვატანინებს. მე ვერ ვხედავ ამ გადაწყვეტილებებს, ვხედავ მსჯელობას, როგორ დაიქცა რუსეთის ეკონომიკა. უფრო და უფრო ღრმავდება უმუშევრობა ომის შედეგად",-განაცხადა ნოღაიდელმა.
მანვე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხი უნდა მოგვარდეს. "მოვა დრო და პოლიტიკურ პარტიებზე ვისაუბრებ. ყველასთან, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ვაპირებ თანამშრომლობას. უნდა მოგვარდეს საკითხი ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის. ეს ძირითადი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოში",-დასძინა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
www.InterPressNews.ge