ეროსი კიწმარიშვილის ნაციონალური ვნებანი _ ვისი დახმარებით წაართვა სიხშირე “კავკასიას”, რა კავშირი ჰქ
ეროსი კიწმარიშვილის ნაციონალური ვნებანი _ ვისი დახმარებით წაართვა სიხშირე “კავკასიას”, რა კავშირი ჰქონდა ასლან აბაშიძესთან და რატომ დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს
ოპოზიციის რიგების შევსება გრძელდება, ცხადია, _ სააკაშვილის მიერ “დაბრაკული” ხალხის ხარჯზე. თუმცა, ეს პროცესი ისე ფორმდება, თითქოს, სააკაშვილს თანამოაზრეები ტოვებენ, ემიჯნებიან. მიხეილ სააკაშვილი მათ გაბრაზებას “ჯანმრთელს” უწოდებს.ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტიც ტყუის, ისინიც, _ ვინც ოპოზიციაში გადაბარგდნენ და ისინიც, _ ვინც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილს თანამოაზრეები ტოვებენ. არც მათი გაბრაზება არაა ჯანმრთელი და ისიც საკითხავია, ვინ ვის ტოვებს _ ეგენი მიხეილს, თუ მიხეილმა მიატოვა ისინი კარგა ხნის წინ და ამიტომაც გარბიან ოპოზიციაში?
ზურაბ ნოღაიდელი გალაკტიონის იისფერ თოვლის ხიდიდან ფრენას არ მოუხსნია, მიხეილის პოლიტიკურმა ნებამ მოხსნა, ბურჯანაძეც მას მერე წავიდა სიიდან, როცა მისი პრეტენზიები მიხეილმა არ დააკმაყოფილა, ანუ მარტივად: მიხეილს რომ ნინო სდომნოდა, როგორმე რამდენიმე კაცს კიდევ ჩაუსვამდა სიაში და ბურჯანაძეც გაისუსებოდა. არც ეროსი კიწმარიშვილი გაქცეულა მიშასგან. მიშამ დატოვა უმუშევარი.
რაც მთავარია, არც ერთი _ არც ნინო, არც _ ნოღაიდელი და, მით უმეტეს, _ ეროსი, მიხეილის თანამოაზრეები არასდოდეს ყოფილან.
თანამოაზრეობა პოლიტიკაში ერთად თამაშზე ბევრად მეტს გულისხმობს.
ის, რომ გარკვეულ ეტაპზე სააკაშვილს ბურჯანაძე რევოლუციის “გასაპრავებლად” დასჭირდა, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი და ბურჯანაძე ოდესმე თანამოაზრეები იყვნენ. ბურჯანაძეს ვერც მარტო იმიტომ ვერ ჩავთვლით სააკაშვილის თანამოაზრედ, აქამდე ყველაფერზე რომ თავს უქნევდა და ემსახურებოდა ვითარცა ნოტარიუსი. მათ სულ სხვა იდეალები ჰქონდათ ყოველთვის. გარკვეულ ეტაპზე ინტერესთა თანხვედრა თანამოაზრეობად არ ჩაითვლება. არც ნოღაიდელი არ ყოფილა ოდესმე სააკაშვილის თანამოაზრე, ერთი პერიოდი ნოღაიდელს შიგნით, ჟვანიას გუნდშიც ჰქონდა პრობლემები. ჟვანიას სიკვდილის შემდეგ კი სწორედ ჟვანიას კვოტით გაპრემიერდა, მაგრამ თავისი მრწამსით ის არასოდეს ყოფილა სააკაშვილის თანამოაზრე _ არც ფინანსთა მინისტრობისას, არც _ შემდეგ, პრემიერობისას.
მარტივ ფაქტს გაგახსენებთ: პრესა საგადასახდო შეღავათებს ითხოვდა. ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი კატეგორიული წინააღდეგი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მერეც კი, როცა სააკაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, პრესასს ვათავისუფლებ გადასახადებისგანო, არ იშლიდა თავისას.
არც ეროსი არ ყოფილა ოდესმე მიშას იდეალების იდეალისტი ქურუმი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ტელეკომპანიით სწორედ სააკაშვილისა და ჟვანიას პოლიტიკას ემსახურებოდა. თუმცა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ერთ-ერთ არჩევნებზე იგივე ეროსი კიწმარიშვილმა არხის საჭე ზედ არჩევნების წინ “რეზკად” მოატრიალა “აღორძინების” სასარგებლოდ, ცხადია, საკუთარი კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის.
ასე რომ, მარტო იმიტომ, რომ იგი თავისი ტელე-რესურსებით “ვარდების რევოლუციის” დროს ბარიკადებზე იდგა, მიხეილის თანამოაზრეობას არ ნიშნავს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახია მიხეილზე, როცა ჟვანიას მიერ პოლიტიკური არენიდან გაძევებული ეროსი კიწმარიშვილი უკან მოაბრუნა, ჯერ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მიუყვანა თამარ კინწურაშვილს კონსულტანტად და შემდეგ, რუსეთში გაუშვა ელჩად.
ერთ დროს პირველი ტელემეფაიტონე ეროსი კიწმარიშვილი ოპოზიციურ პოლიტიკაში “ფეხით” _ გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუთი დადის.
ეს ისე, ხუმრობით. სერიოზულად კი მან ფრიად სერიოზული ინტერვიუ მისცა “კვირის პალიტრას”, სადაც გაემიჯნა სააკაშვილის ხელისუფლებას. ამ ინტერვიუში ის ბევრ რამეზე საუბრობს და მისი ეს ინტერვიუ რაღაცით ოქრუაშვილის ზუსტად ერთი წლისწინანდელ განცხადებებს ჰგავს. ასეა, კიწმარიშვილი, ერთის მხრივ, გვიმტკიცებს, რომ შარშან, ნოემბერში სააკაშვილის ხელისუფლება თუ დაემხობოდა, ამით რუსეთი იხეირებდაო, მეორეს მხრივ კი, თავისი განცხადებებით სწორედ იმგვარი მოვლენების აგორებას ცდილობს, რაც შარშან ააგორა ორქუაშვილის სკანდალურმა განცხადებებმა.
მაინც, რით ჰგავს მისი ინტერვიუ ოქრუაშვილისას? პირველ რიგში, იმით, რომ ისიც სარგებლობს იმ ეფექტით, რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო.
მეტი რა გინდა, როცა ინტერვიუს კაცი ასე იწყებს: “ვარდების რევოლუციის” მეორე დღეს, 24 ნოემბერს, როდესაც შევიკრიბეთ მე, მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, ამ შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის კონფიგურაცია, რომლიც შეეხებოდა რევოლუციის ლიდერთა პასუხისმგებლობის გადანაწილებას...”
მეტი რა გინდათ? _ კაცი `მე~-თი იწყებს. ახლა კონფიგურაციას არ იკითხავთ? იმათ ღია პოლიტუიკურ სცენაზეწ გამოსვლა დავალებიათ, ეროსის კი _ მათი ჩრდილიდან კონტროლი.
ოქრუაშვილისა არ იყოს, ბატონი კიწმარიშვილიც ფრიად საინტერესო კონტექსტებს უძებნის ჟვანიას ტრაგიკულ დაღუპუვას. პირდაპირ მიშას ხელს არც ის ადებს, მაგრამ ირიბად _ გაგიხარია.
თურმე, ნუ იტყვით და, რევოლუციის ამ ოთხ ლიდერს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევა იმით დაწყებულა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეროსი წასულა საქართველოდან. “ამის შემდეგ უკვე ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ცვლის იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის არსებობდა.” შემდეგ, ახსენებს ბურჯანაძის წასვლას და ასკვნის: “საბოლოო ჯამში კი, იმ ძაალაუფლებისა თუ პასუხისმეგბლობის წილი, რომელიც გაგვაჩნდა მე, ჟვანიასა და ბურჯანაძეს, წაიღო მთლიანად სააკაშვილმა.”
საერთოდ, ეროსი კიწმარიშვილი სულ ასე საუბრობს _ მე, მე, მე.... ისე საუბრობს, რომ სასაკაშვილი მისი ტიკინა გეგონება, თან სანამ მას უჯერებდა, თურმე, კარგი ტიკინა ყოფილა... თურმე, ისიც და ჟვანიაც კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგი ყოფილან. “ჩემზე უფრო მეტად ჟვანია მიიჩნევდა ამას დაუშვებლად, დარწმუნებული ვარ, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, სისხლიანი სცენარით მოვლენების განვითარებას თავიდან ავიცილებდით, იმ შემთხვევაშიც კი, ნინო ბურჯანაძე თუ იქნებოდა ისევ პარლამენტის თავჯდომარე, ომის აცილების მცირე შანსი მაინც არსებობდა”, _ ბრძანებს ეროსი კიწმარიშვილი და რამდენჯერმე იმეორებს კითხვას:
“ჟვანიას სიკვდილმა გამოიწვია ის რომ ჩვენ ომს ვერ ავშორდით. ვინ მოიგო იმით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს მკვდარია?.. ჟვანიას სიკვდილი არ იყო უბრალოდ სიკვდილი, ეს იყო მკვლელობა...”
ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეროსი კიწმარიშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში ელჩობას ნამდვილად ვერ ეღირსებოდა და ეგება, მართლაც, არ მისულიყო ომამდე საქმე, მის ადგილას სხვა, მართლა დიპლომატი ყოფილიყო და საქმე სხვაგვარად წაეყვანა. აი, ბურჯანაძის ხსენება და მშვიდობის ქალღმერთად გამოყვანა კი ფრიად ღიმილისმომგვრელია. ომს მაინც რანაირად აგვაცილებდა თავიდან? გამოვიდოდა და “სი-ენ-ენ”-ში იმღერებდა, ჯერ ქალებს გვესროლეთო?!
კისერი იმიტომ მოუტეხია საააკშვილს, რომ თურმე კიწმარიშვილს, ბურჯანაძეს აღარ უსმენდა, არადა, არ გაინტერესებთ, რა სურდა კიწმარიშვილს? სააკაშვილს შეიარაღებაზე კი არ ეხარჯა მილიარდები, ეროსისთვის მიეცა, რომ იქაური პოლიტელიტა მოესყიდა “ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების ლობირებისთვის”. სავარაუდო თანხასაც ასახელებს _ შეიარაღებაში დახარჯული მილიარდების 1 პროცენტს. ნეტა, რას გააკეთებდა ეროსისგან “ჯიბეში ჩასმული” პოლიტელიტა, როცა პუტინი გადაწყვეტილებას მიიღებდა? რავა, პუტინს იყიდდა ეროსა თუ?
სხვა კიდე იმ ტრამალ რუსეთში არაფერს არ წყვეტს _ მედვედევის თამადობით.
ეროსი კიწმარიშვილს საქმეში გეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანიაც გაჰყავს, წამდაუწუმ იშველიებს, მიშა არ უსმენდაო. რეალურად, რა ხდება, ალასანიაც ამ ახალ “ტრიუგოლნიკშია” თუ კიმწრიშვილი სტილს არ ღალატობს და “ჩორტებს” ყრის?
საერთოდ, კიწმარიშვილი ფრიად გაწაუფულია პოლიტიკურ თამაშებში. ტელეასპარეზზე გამოსვლაც სწორედ ასეთი ფანდების მეშვეობით მოახერხა. სულ თავიდან “რუსთავი 2” რუსთავში მაუწყებლობდა, თბილისზე ის ფიქრია ჩიხრაძემ გაიყვანა, სწორედ ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე და ნიკო ნიკოლოზიშვილი იყვნენე ეროსისთან ერთად ამ არხის მეპატრონეები. მაგრამ, ეროსიმ მათ უგანა და, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლოს გზით ისინი გზიდან ჩამოიშორა. არხი დაისაკუთრა და ახალი პატრონი მოძებნა ზურაბ ჟვანიას სახით. ჟვანიასთან “დამოყვრებით” მან უკეთესი სიხშირე ჩაიგდო ხელში, რაც მაშინ ტელეკომპანია “კავკასიიის” დაბრიყვების ხარჯზე მოხდა. ასე რომ, ტყუის ბატონი ეროსი, როცა აცხადებს, არ ვიცი, რატო მერჩის “აქუო”. ეროსი თავისი უდაო ნიჭისა და პარტნიორების დახმარების წყალობით, მალე იმკვიდრებს ადგილს ტელებაზარზე და ტელემაგნატადაც გვევლინება. შემდეგ, სწორედ მისი არხი ახორციელებს რევოლუციის რუპორის ფუნქციას. თუმცა, რევოლუციამდეც და შემდეგაც, ეროსის არხი მხოლოდ ჟვანია-სააკაშვილის სატელიტი არ ყოფილა. სხვებთანაც კარგად პოულობდა ბიზნესენას... რევოლუციის შემდეგ კი მისი მადა ისე გაიზარდა, რომ ზურაბ ჟვანია იძულებული გახდა, აელაგმა მისი ამბიციები. როცა ჟვანიამ უარი განუცხადა მას ბევრ რამეზე, კიწმარიშვილი სააკაშვილთანაც შეიჭრა და ჟვანიას გზიდან ჩამოშორებას ითხოვდა. კიწმარიშვილი დღესაც ვერ მალავს, რომ ისინი, როგორც მტრები, ისე დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ, ფაქტებს უცვლის ადგილს. მისი თქმით, ჟვანია მას, თურმე, იმიტომ გადამტერებია, რომ “რუსთავზე” სიუჟეტი გასულა ჟვანიას წინააღდეგ, სადაც მის ძმას, გოგლა ჟვანიას ადანაშულებდნენ, ელიავას ბაზრობა სურსო. არადა, ყველა ყველაა და, ჟურნალსიტურმა წრეებმა მაინც იციან, რომ ისინი ჯერ გადაემტერნენ ერთმანეთს და ეს სიუჟეტი ჩვეულებრივი შურისძიება იყო ეროსის სტილში.
ამ ცილისწამებაზე რომ განსვენებულმა პრემიერმა პასუხი მოსთხოვა, ამას მედიის პრესინგად აცხადებს. “კვირის პალიტრამ” ჩიხში შეიყვანა და ატუზა ეროსი კიმწრიშვილი, ასეთი ტენდენციური სიუჟეტი რატომ გაუშვითო. “მე არ ვიცი, რა შეეფერებოდა სიმართლეს და რა _ არა! გავიდა ის ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა მოიტანა.”
არ მოგწონთ პასუხი? ჯერ ერთი, ვის აჭმევს ამ ტყუილს კიწმარიშვილი, რომ “რუსთავზე” ყველაფერი გადიოდა, რასაც კი ჟურნალისტი მიიტანდა, ან ასეც რომ ყოფილიყო, მამაძაღლი, შენ თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვების უფლება გაქვს, იმ პრემიერ-მინისტრს და შენს გუშინდელ პატრონს, იმის უფლება არ აქვს, ტელეფონი აიღოს და გამოგთათხოს? შენ რომ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებ, ეს სიტყვის თავისუფლებაა და ის თუ ბოღმას ამოანთხევს, _ პრესის პირსინგი?
საერთოდ, სასაცილოა, როცა პრესის თავისუფლებაზე კიმწრიშვილი საუბრობს და იმას გვეუბნება რომ თურმე, რევოლუციის შემდეგ 6 თვე იმიტომ არ წასულა, რომ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადარჩენას ცდილობდა, რომ თურმე, დღეს შევარდნაძისდროინდელი დემოკრატიულობის ხარისხი გვაქვს დასაბრუნებელი, რომ თურმე, სწორედ ქვეყნის გადსარჩენად მიდიან და მიიმღერიან ვიღაცეები ხელისუფლებიდან. თურმე, ძალიან ბევრი პერსონაა ხელისუფლების შიგნითაც და გარეთაც, რომელთაც ხელისუფლებას ალტერნატივა უნდა შეუქმნან. თურმე, იმიტომ, რომ დღეს გვყავს დისკრედიტირებული ხელისუფლება და ამის შესახებ, თურმე, უკვე იწერება გავლენიან დასავლურ პრესაში.
თვალში ნაცრის შეყრის გარდა, სხვა რა არის, როცა ქვეყნიდან ჟვანიას გაძევებული კაცი კითხვებს სვამს, ვინ მოიგო ჟვანიას სიკვდილითო. პრესის თავისუფლებაზე საუბრობენ და იმას კი არ ამბობენ, რომ ეს სიტყვის, ან ჟურნალისტის თავისუფლება კი არა, მათი, ტელემაგნატებისა და გამომცემლების თავისუფლება იყო პოლიტიკური მანევრების სატარებლად. ასე რომ, სანამ პრესის თავისუფლებაზე ალაპარაკდებიან...
დავუბრუნდეთ ეროსის განვლი გზას. მერმე, ეროსიმ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა “რუსთავი 2” და წავიდა. ასპარეზზე ბოლოს გამოჩნდა, კინწურაშვილის კონულტანტად. ისიც ითქვა რომ მან ტელეარხების “მიხედვის” სანაცვლოდ, ჯანდაცვის ობიექტები მოითხოვაო. მერე, ელჩად წავიდა რუსეთში და როცა იქიდან ელჩის გამოვწვევის საკითხი დადგა, აი, მაშინ გაემიჯნა სააკაშვილს. ეროსის სახეზე ძმარი ჩამოსდიოდა. ერთი შეხედვით, იფიქრებდი, საქართველოს ბედს დარდობოსო, ჩვენზე მეტი იცის და იმიტომო... არადა, როგორც ავი, ოღონდ სამართლიანი ენები ამბობენ, ეროსი რუსეთში აწყობილ ბიზნესურთიერთობებს დასტიროდაო...
მოკლედ, ჩემი მეზობელი მანიასავით მოუვიდა _ შვილი “ნაშებში” გაუჩინარდა, დედამ არ იცოდა, სად იყო ბიჭი ერთი კვირა და ამ დროს რძალი თუ მაზლისცოლი მოუკვდა. მგლოივიარებში იჯდა და სახეზე ეროსივით ძმარი სდიოდა, ყველას უკვირდა, როგორ ყვარებია მანიას ქსენიაო... ერთი მანია დასტიროდა ქსენიას და მეორე ეროსი _ საქართველოს...
მოკლედ, ოპოზიციაში მიდიან ნინო, ზურაბი, ეროსი, იარონ, იარონ, იარონ, ამინ.... დამიწუნეთ, ხო, ლექსი? როგორი გმირებიც არიან ნინო, ზურაბი და ეროსი, ისეთი ჰომეროსი ვარ მე...
რეზო შატაკიშვილი
www.fact.ge