პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საიდუმლოდ მიმდინარეობს
პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საიდუმლოდ მიმდინარეობს
- ”ვერაფერს გეტყვით, არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას”,- განუცხადა სააგენტო ”პირველს” მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვანო ნონიაშვილმა.მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში საკმაოდ სერიოზული ვიზიტით იმყოფება, ამის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფლობენ: ამასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ევროპული ვოიაჟის შესახებ სააგენტო ”პირველისგან” გაიგო”.
- ”ეკა ტყეშელაშვილი ბრიუსელში არ არის. მიხეილ სააკაშვილი იქ გაფრინდა? თქვენგან პირველად მესმის. როგორც ვიცი, გუშინ პრეზიდენტი თბილისში იყო”, - განუცხადა ”პირველს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათ შორის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური უწყების პირველ პირს ბერნარ კუშნერსაც შეხვდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ხვალ ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოსა და ევროპას შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს განიხილავს. ხვალვე მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს სილვიუ ბერლუსკონის დახურულ კარს მიღმა შეხვდება.
აღნიშნული შეხვედრების მთავარი თემა სავარაუდოდ, საქართველოში განვითარებული და მიმდინარე მოვლენები იქნება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4356