↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Გდესპანი

გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება

pikaso22 2 წთ კითხვა 781 0 კომენტარი

გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება. 17 ოქტომბერს კვებეკში ფრანკოფონი ქვეყნების XII სამიტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე სამიტის მონაწილეებს მიმართეს კანადის პრემიერ-მინისტრმა სტეფენ ჰარპერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, კამბოჯის მეფემ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბენ კი-მუნმა და სხვა ფრანკოფონი სახელმწიფოების მეთაურებმა.
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი სამიტზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. Mან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება ხაზგასმული.
გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ბელგიის ევროპული საქმეების სახელმწიფო მდივან ოლივიე შასელთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლაზარ კომანესკუსთან და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კოჰოტთან.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი