↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ნდესპანი

ნოემბერში ოპოზიციის ლუსტრაცია მოხდება

pikaso22 3 წთ კითხვა 837 0 კომენტარი

ნოემბერში ოპოზიციის ლუსტრაცია მოხდება

[თემურ დოლიძე]
ახალი 7 ნოემბერი კარსაა მომდგარი. პარლამენტსგარეთა ოპოზიცია სიჩქარის აკრეფას იწყებს, შიგნით მყოფები კი სახელისუფლო ბაირაღს კერავენ. ვინ იქნება გარეთ და ვინ შიგნითეს ორ კვირაში გამოჩნდება.

7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციის მეშვეობით ამცნო.

ჩიხრაძის თქმით, დაგეგმილია თანამოაზრეებთან ერთად, ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობის დაწყება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციით მოახერხებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების ეფექტურად გამკლავებას. ჯერჯერობით კონფიდენციალურია თუ ვინშეუერთდება ახალ მოძრაობას.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი