↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ექს-მინისტრ ოქრუაშვილს შანსი ეძლევა დაუბრუნდეს ”დიდ პოლიტიკას”

pikaso22 6 წთ კითხვა 805 0 კომენტარი

ექს-მინისტრ ოქრუაშვილს შანსი ეძლევა დაუბრუნდეს ”დიდ პოლიტიკას”

[შორენა პაპაშვილი]
პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთიდან გასვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი ახლა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მინისტრის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებებმა წვრილ-წვრილად გაფანტული ოპოზიცია გააერთიანა და ქვეყანაში ძლიერი საპროტესტო ტალღა ააგორა. საზოგადოებრივი პროტესტის გაძლიერებას თავად ხელისუფლების დაბნეულობამაც შეუწყო ხელი და საკუთარი უსუსურობის დასაფარავად, ძალის დემონსტრირებით ოქრუაშვილისაგან პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი თავისთავად გამოძერწა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი