↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ფდესპანი

ფოთს “ვანოს კლანი” მართავს

pikaso22 5 წთ კითხვა 1338 0 კომენტარი

ფოთს “ვანოს კლანი” მართავს

ფოთში პოლიტიკური ვითარება ისევ თავდაყირა დადგა. ომის შემდგომ არავის ეგონა, რომ რამე ძირეული ცვლილება განხორციელდებოდა, მაგრამ ეს ასე რომ არ მოხდა, ყველა დარწმუნდა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, მოულოდნელი და სკანდალური გადადგომისა თუ გადაყენების შემდეგ, შურღაიას ბედი მისმა მოადგილემ, გოჩა ტუღუშმაც გაიზიარა.
გადადგომის მიზეზი ტუღუშის შემთხვევაშიც იგივე აღმოჩნდა, რაც შურღაიასთან მოხდა _ პირადი განცხადება. საგანგებო სხდომა, სადაც მისი განცხადება საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ხელის აწევით დაადასტურა, მოულოდნელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო, ვინც ქალაქის პოლიტიკურ ვითარებას ნაკლებად იცნობს. ტუღუშის პერსონა “ზევით” მიუღებელი მაშინვე გახდა, როგორც კი შურღაიას თავმჯდომარის სავარძელის დატოვება მოუწია.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი