საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე თანამდებობას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე თანამდებობას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
გავრცელებული ინფორმაციით, გურგენიძის რამდენიმე შემცვლელის კანდიდატურა უკვე განიხილება. მათ შორის მხოლოდ ერთი ახალი სახეა - საქართველოს ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია/ჰერცოგოვინაში გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილი. მგალობლიშვილი 35 წლის არის და ელჩად (რეზიდენციით ანკარაში) იგი 2004 წელს დაინიშნა.
მთავრობის კანცელარიასა და პრეზიდენტის პრესსამსახურში ინფორმაციას მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არ ადასტურებენ.
ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი დღეს, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდეს, თუმცა უცნობია, იქნება თუ არა განხილული ამ შეხვედრაზე მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებს, სახელდებიან ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ელჩი გაერო-ში ირაკლი ალასანია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ალასანია ამ თანამდებობაზე უარს ამბობს.
www.InterPressNews.ge