სააკაშვილი: ვიმედოვნებ ”ახალი მიუნხენი” არ იქნება
სააკაშვილი: ვიმედოვნებ ”ახალი მიუნხენი” არ იქნება
[აისტე ჟილინსკენე. Delfi]”თუ თქვენ მკითხავთ, სად არის ევროპის სინდისი, მაშინ მე გიპასუხებთ: ის არის აქ, ლიტვაში. სწორედ თქვენ, ლიტვის მოქალაქენი ინახავთ მას,” - ასე უხდიდა მადლობას ლიტვის მაცხოვრებლებს ვიულნიუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი. DELFI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა არ წავა ახალ ”მიუნხენის შეთანხმებაზე”.ამჟამად საქართველოში სიტუაცია ძირითადად სტაბილურია. მაგრამ კონფლიქტის დროს თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ იმედი გაგიცრუვათ. დღეს როგორ აფასებთ მათ ქმედებებს კონფლიქტის პერიოდში?
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? როგორს ხედავთ საქართველოს 5 წლის შემდეგ?
- ჩვენ თავს დავიხსნით რუსული ოკუპაციისგან ნებისმიერი გზით, გავაგრძელებთ მშვიდობიან წინააღმდეგობას. მივაღწევთ, რომ მათ საქართველოს ტერიტორია დატოვონ. ამასთანავე საქართველო განვითარებას გააგრძელებს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ევროპაშო ვინტეგრირდებით, ეს ცალსახაა.
თქვენ თავად თუ გჯერათ, რომ ოსებს, აფხაზებს და ქართველებს კიდევ შეუძლიათ ერთად ცხოვრება?
- მათ გამოყარეს 500’000 ადამიანი, ამ ტერიტორიაზე ადრინდელი მოსახლეობის 15%-ზე ნაკლები დარჩა. ისინი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები არიან. მეორეს მხრივ, ოსების დიდი ნაწილი მაშინ გაიქცა, როდესაც რუსებმა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დაიკავეს. ისინი რუსების საოკუპაციო ჯარს გამოექცნენ საქართველოში და უნდა ითქვას, რომ ყოფილი სეპარატისტები ჩვენს მხარეს არიან, ხოლო რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, სადაც ამჟამად 15’000 კაცზე ნაკლები ცხოვრობს.
თქვენ ხედავთ გაერთიანებულ საქართველოს?
- ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ ვინმემ მოახდინოს ეთნიკური წმენდა, ხოლო შემდეგ დააკანონოს დამდგარი შედეგები. ეს არ უნდა მოხდეს.
რა დახმარებას ელით ევროკავშირისგან?
- ვფიქრობ, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. ამავე დროს, მე არასდროს მიფიქრია, რომ ევროპა სამხედრო ძალით დაგვეხმარებოდა ოდესმე.
ამ კონფლიქტმა რა გავლენა იქონია მეზობლებთან ურთიერთობაზე?
- ვფიქრობ,რომ კონფლიქტის შემდეგ რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ არაფერი მოუგიათ, მხოლოდ დააფრთხეს მეზობლები, მაგრამ მათი ავტორიტეტი ნამდვილად არ გაზრდილა. ყოველგვარი მომხიბვლელობა, თუკი ასეთი რამ არსებობდა, სრულიად გაქრა. მაგრამ ეს ეხება ამჟამინდელ ლიდერს, პუტინს, შესაძლოა ეს როდისმე შეიცვალოს, მაგრამ რუსეთმა ბევრი დაკარგა. და რუსეთი მიხვდა, რომ ბევრი დაკარგა და ახლა ცდილობს მანევრირებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე გავლენის აღდგენას ის ვერ შეძლებს თვით უახლოეს მეზობლებზეც.
რა გავლენა მოახდინა ომმა საქართველოს ეკონომიკაზე?
- იმოქმედა როგორც ომმა, ასევე კრიზისმაც. ვფიქრობ, ჩვენ წელში გავიმართებით. არც სავალუტო და არც საბანკო სისტემის კრახი არ გვქონია, არც პანიკა ინვესტორებში. ამ კუთხით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკა და მკვეთრი ზღვარი სახელმწიფოს როლსა და ეკონომიკას შორის.
როგორი განწყობაა ქართველებში?
- ვფიქრობ, ყველა სფეროში საკმაოდ ოპტიმისტური და რეალისტური.
მოგიწიათ თუ არა კრიტიკის მოსმენა კონფლიქტის პერიოდში თქვენ მიერ აღებული მიმართულების გამო?
- ყოველთვის არსებობენ ოპოზიციონერები, რომლებსაც შეუძლიათ გამაკრიტიკონ. დღეისათვის მთავრობას მოსახლეობის 70% უჭერს მხარს, ეს ყველა ადრინდელ შედეგზე მეტია http://presa.ge/index.php?text=news&i=4623