↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ადესპანი

ამერიკელი ტელეჟურნალისტები აღიარებენ, რომ ყველაზე რთული წინასაარჩევნო კამპანია გააშუქეს

pikaso22 2 წთ კითხვა 653 0 კომენტარი

ამერიკელი ტელეჟურნალისტები აღიარებენ, რომ ყველაზე რთული წინასაარჩევნო კამპანია გააშუქეს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ტელეარხები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, - იუწყება "ბი-ბი-სი".
მათი ინფორმაციით, ყოველ დილით მილიონობით ამერიკელი ტელეგადაცემას "დილა მშვიდობისა, ამერიკა"-ს უყურებს.
სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ამერიკელთა 90 პროცენტი დაჟინებით ადევნებს თვალ-ყურს საპრეზიდენტო ბრძოლას.
"ამერიკისთვის ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა ხალხის ასეთი რაოდენობა დღიდან დღემდე ინტერესს ავლენს ერთი და იმავე შინაარსის ახალი ინფორმაციის მიმართ", -აღნიშნავს "ბი-ბი-სი".
ამერიკული ტელევიზიების თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეს იყო ყველაზე რთული წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ოდესმე აშუქებდნენ.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი