↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სააკაშვილი ანგარიშებს ასწორებს

pikaso22 2 წთ კითხვა 972 0 კომენტარი

სააკაშვილი ანგარიშებს ასწორებს

[Focus]
პრეზიდენტ სააკაშვილს სურს მტკიცებულებების წარდგენა, რომ საომარი მოქმედებები რუსეთმა დაიწყო. Focus-თან ინტერვიუში ის შიშობს, რომ ახალი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას.

კავკასიაში ომის დაწყებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აპირებს მსოფლიო საზოგადოებას ვიდეოჩანაწერები და თვითმხილველთა მტკიცებულებები წარუდგინოს. ამ მასალებმა უნდა დაადასტუროს, რომ 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავად ჩაყარეს ცხინვალში ბომბები და დაცხრილეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი მძიმე არტილერიით.

რუსეთმა ჯერ კიდევ 2006 წლამდე ”დაწერილი სცენარის მიხედვით შესანიშნავად მოამზადა” კავკასიაში საომარი აქცია. ომის დაწყების დღეს ცხინვალში 50-მდე რუსულენოვანი გამომცელობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღნიშნავს სააკაშვილი. მართალია, თავიდანვე მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუირება და ქალაქი დაცარიელდა, მაგრამ მოსკოვმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ქართველებმა 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და ოსების გენოციდი მოაწყვეს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი