არჩილ გეგეშიძე - ოპოზიციის აქცია შეიძლება საინტერესო იყოს მომავალი პოლიტიკური პროცესის კონტურების გა
არჩილ გეგეშიძე - ოპოზიციის აქცია შეიძლება საინტერესო იყოს მომავალი პოლიტიკური პროცესის კონტურების განსასაზღვრად
გეგეშიძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს აგვისტოს კონფლიქტის დაწყების მიზეზი და შედეგი ერთმანეთში აშკარად ეშლება და საქმე გვაქვს მედვედევის მიერ მიზეზ-შედეგობრივი ფაქტების აღრევასთან. მისი აზრით, თუკი დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში კონკურენცია შეუქცევად ტენდენციად იქცა, კიდევ საკითხავია, რუსეთის რესურსები ამას რამდენ ხანს გაუძლებს.
_ ბატონო არჩილ, როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ "რუსეთი კავკასიიდან არ გავა და რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან რუსეთი უფრო გაძლიერებული გამოვა". ცხადია, რომ საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების, აშშ-რუსეთის, ევროკავშირ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტმა მედვედევმა განცხადება ევროპის დედაქალაქების გარდა, ვაშინგტონის, თბილისის, ბაქოსა და ერევანის გასაგონად გააკეთა.
_ იმას, რასაც მედვედევი ამბობს, არ არის მუდმივი კონსტანტა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გავიზიარებდი მოსაზრებას, რომ რუსეთი ახლო მომავალში კავკასიიდან არ გავა და მისი კავკასიიდან გაყვანა არც მოხერხდება. თუმცა, რას ვგულისხმობთ კავკასიიდან გასვლაში - თუ ამაში ვგულისხმობთ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, ეს ერთია და მეორეა, კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირება, მათ შორის სომხეთში და ყველა მიმართულებით.
ახლო მომავალში რუსეთი შეეცდება, რომ კბილებით ჩაებღაუჭოს ომით მოპოვებულ იმ პოზიციებს, რაც მას აგვისტოს მოვლენების შემდეგ აქვს და ეცადოს, რომ ცეცხლითა და მახვილით მოპოვებული დიპლომატიურ ასპარეზზე არ დათმოს.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კიდევ საკითხავია იგი როგორი გამოვა ამ ეკონომიკური კრიზისიდან, გაძლიერებული თუ დასუსტებული. აქ მე ვერ გავიზიარებდი რუსეთის პრეზიდენტის ასეთ ოპტიმიზმს. თუკი ამ კრიზისის ფონზე რუსეთი საკმარისად დაზარალდა, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვოს მის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე.
_ როგორ შეაფასებდით, მედვედევის მტკიცებას, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაწყებული კონფლიქტი აშშ-ს მიერ გამოყენებული იქნა შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდების შემოსაყვანად და ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დანადგარების განსათასებლად და რომ ყველაფერ ამის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
_ რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის დაწყების მიზეზი და შედეგი ერთმანეთში აშკარად ეშლება. საქმე გვაქვს მედვედევის მიერ მიზეზ-შედეგობრივი ფაქტების აღრევასთან. ვფიქრობ, რომ კონფლიქტის შედეგმა დააჩქარა აშშ-ს მხრიდან პოლონეთთან და ჩეხეთთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოლაპარაკებები. რომ არ ყოფილიყო აგვისტოს კონფლიქტი, გემები არ შევიდოდნენ შავ ზღვაში და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ბედი არავინ იცის როგორ გადაწყდებოდა.
რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ყველაფერ ამას, ვფიქრობ, აქ საუბარია რუსეთის ისტებლიშმენტში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაზე. რუსი სამხედროები კბილებს აკაწკაწებენ დამატებითი რესურსებისა და სუბსიდიების მისაღებად ჩამორჩენილი სამხერო დარგის განვითარებისათვის.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთი აცნობიერებს, რომ გაწვრთნილობისა და სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთის არმია ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს. ამის ფონზე მას სურს თავისი არმიის მოდერნიზება და გეოსტრატეგიული პოზიციების გამაგრება. როგორც თავად მედვედევმა განაცხადა, ჩეხეთ-პოლონეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებისა და საფრთხის გასანეიტრალებლად რუსეთი კალინინგრადის ოლქში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას აპირებს. ამით მედვედევი რუსეთის სამხერო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს მხოლოდ გულს აფხანინებს.
თუკი დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში კონკურენციამ სათანადო მასშტაბები მიიღო და შეუქცევად ტენდენციად იქცა, კიდევ საკითხავია, რუსეთის რესურსები ამას რამდენ ხანს გაუძლებს
_ ოპოზიცია 7 ნოემბრის საპროტესტო აქციისათვის ემზადება. რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს 7 ნოემბრის საპროტესტო აქცია და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?
_ მიჭირს მასშტაბის განსაზღვრა. არ ველი იმ მასშტაბის აქციას, როგორც ეს შარშან 2 ან 7 ნოემბერს, შემდეგ 5 იანვარს, ან 13 თებერვალს იპოდრომზე იყო, მაგარამ არც ის მგონია, რომ ოპოზიციის აქციაზე ძალიან ცოტა ხალხი გამოვა. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. გარკვეულ წილად ამ თარიღის აღნიშვნა შეიძლება იყოს სამგლოვიარო ხასიათის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის აქციის ჩატარებას ექნება თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ რაიმე შედეგს ამ აქციისაგან არ ველი.
შესაძლოა, ამ მიტინგზე სხვადასხვა განცხადებები გაკეთდეს, მათ შორის განმარტებითი ხასიათის იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა თუ პოლიტიკური ძალა რას აპირებს მომავალში. მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქტიურობისათვის დიდი პაუზა შეიქმნა. შუაში იყო აგვისტოს კრიზისი, ამიტომ ასეთი მასობრივი თავყრილობა დიდი ხანია არ შემდგარა და როგორც ჩანს ბევრი სათქმელი დაგროვდა და ეს მიტინგზე გაჟღერდება.
ოპოზიციის აქცია ერთი მხრივ, შესაძლოა, ინფორმაციული ხასიათის იყოს, მეორე მხრივ საინტერესო იყოს მომავალი პოლიტიკური პროცესის კონტურების განსასაზღვრად. გვეცოდინება ვინ როგორ ხედავს პოლიტიკურ რეალობას და რას აპირებს.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი