↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დავით კეზერაშვილს თანამდებობას დეკემბერში, ნატო-ს სამიტის შემდეგ დაატოვებინებენ

pikaso22 1 წთ კითხვა 1298 0 კომენტარი

დავით კეზერაშვილს თანამდებობას დეკემბერში, ნატო-ს სამიტის შემდეგ დაატოვებინებენ

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს დაკავებულ თანამდებობას დეკემბერში დაატოვებინებენ.

როგორც ”პირველისთვის” დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი, კეზერაშვილი მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, ნატო-ს მორიგი სამიტის შემდეგ დატოვებს, რომელიც 6 დეკემბერს გაიმართება.

”პირველის” წყაროს ცნობით, კეზერაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 3-ჯერ დაწერა, თუმცა ხელისუფლება მის განცხადებებს პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, თანამდებობა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ზაზა გოგავას დაატოვებინეს, რომელიც ვანო მერაბიშვილის უწყებაში გადაიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნეს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4705
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი