ფოთის პორტს მეგობრული ვიზიტით ამერიკული საზღვაო სარაკეტო ძალების ფლაგმანი, კრეისერი ”BARRI” ეწვევა
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
26 ნოემბერს ფოთის პორტს მეგობრული ვიზიტით ამერიკული საზღვაო სარაკეტო ძალების ფლაგმანი, კრეისერი ”Barri” ეწვევა.
26 ნოემბერს ფოთის პორტს მეგობრული ვიზიტით ამერიკული საზღვაო სარაკეტო ძალების ფლაგმანი, კრეისერი ”Barri” ეწვევა.
ვიზიტის პროტოკოლით გათვალისწინებულია გემის ეკიპაჟის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქალაქის მოსახლეობასთან და სანაპირო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
ინფორმაცია რაიმე ჰუმანიტარული ან სასაწავლო პროგრამის ჩატარების თაობაზე არ ვრცელდება. ფოთის მერიაში კრეისერის დახვედრის ცერემონიისთვის მზადება უკვე დაიწყო.
”Barri” აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეთაურის - ჯონ ბარის სახელს ატარებს. აღსანიშნავია, რომ 22 ნოემბერს ”Barri” ბათუმის პორტში გაჩერდება.
