↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სააკაშვილი: ”მომავალი წელი ძნელი გადასატანი იქნება. ფული არ უნდა შეიჭამოს”

maxsimas 1 წთ კითხვა 713 0 კომენტარი

სააკაშვილი: ”მომავალი წელი ძნელი გადასატანი იქნება. ფული არ უნდა შეიჭამოს”

[სააგენტო პირველი]
- ”მომავალი წელი საქართველოსთვის ეკონომიკურად რთული და ძნელად გადასატანი იქნება”.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.

- ”მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა ქართულ ეკონომიკაზეც იქონია. ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება. მსოფლიოში უამრავი მსხვილი ორგანიზაცია იხურება. ასეთ პირობებში ქართულ ეკონომიკას მოქნილობა და გამჭვირვალეობა სჭირდება”,- განაცხადა მან და დასძინა, რომ ”საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოყოფილი 4,5 მილიარდიანი დახმარება ქართულ ეკონომიკას დადებითად წაადგება”.

მისივე აზრით საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გონივრულად უნდა დაიხარჯოს.

- ”ეს თანხები არ უნდა შეიჭამოს. ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობა ამ ფულს არ შეჭამს. იმას ვგულისხმობ, რომ თანხები იმ პროექტებში უნდა დავაბანდოთ, რომლებიც რეალურ შედეგებს მოგვცემს და სამომავლოდ გამოგვადგება”, - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე კონტექსტში პრეზიდენტმა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი