ქართული ოპოზიცია – “ნინო” ”მიშას” წინააღმდეგ
- “საქართველომ ვარდების რევოლუცია ამჯერად დიდი ზარ-ზეიმის გარეშე აღნიშნა“, - წერს Washington Post, რამდენადაც ქვეყნის პრეზიდენტის პოპულარობა მკვეთრად დაეცა ეკონომიკური უკუსვლის და აგვისტოს დამანგრეველი ომის ფონზე.
- “პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ დროს “ვარდების რევოლუციის” სულისჩამდგემლთა რიგებში იყო, ისარგებლა თარიღით და თავისი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაცია მოაწყო”, - წერს გამოცემა და ”წინასწარმეტყველობს”, რომ ბურჯანაძე ალბათ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს.
- “საქართველომ ვარდების რევოლუცია ამჯერად დიდი ზარ-ზეიმის გარეშე აღნიშნა“, - წერს Washington Post, რამდენადაც ქვეყნის პრეზიდენტის პოპულარობა მკვეთრად დაეცა ეკონომიკური უკუსვლის და აგვისტოს დამანგრეველი ომის ფონზე.
- “პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ დროს “ვარდების რევოლუციის” სულისჩამდგემლთა რიგებში იყო, ისარგებლა თარიღით და თავისი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაცია მოაწყო”, - წერს გამოცემა და ”წინასწარმეტყველობს”, რომ ბურჯანაძე ალბათ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს.
The Wallstreet Journal თავის მხრივ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე ახლა სააკაშვილის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად იქცა მაღალი პოსტისთვის ბრძოლაში, მით უმეტეს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად სააკაშვილს არ აქვს თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
ბურჯანაძის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი კვირას თბილისის ცენტრში შეიკრიბა პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველო” ჰქვია, წერს ჟურნალისტი სამანტა შილდსი. მოედანზე პარლამენტის ექს-სპიკერი სააკაშვილის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა:
- “ხუთი წლის წინ ხალხმა ამ მთავრობას ანდო ხელისუფლება, მაგრამ დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაცვლად ჩვენ დღეს სრულიად საპირისპირო მივიღეთ”.
აგვისტოს ომის შემდეგ, რამაც ასი ათასამდე მოქალაქე დევნილად აქცია და ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, ქართულმა ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.
- “ვარდების რევოლუციის” ხუთი წლისთავის აღნიშვნა არც ისე პომპეზური იყო, როგორც გასულ წლებში. რევოლუციამ თავისი ბრწყინვალება მალე დაკარგა, ხოლო ლიბერალიზაცია და ეკონომიკური ზრდა, ავტორიტარიზმში ბრალდებებმა დაჩრდილა”,- წერს ფრანგული L’Express.
სააკაშვილი-ბურჯანაძის კავშირს შორის ბზარი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, წერს გერმანული Der Tagesspiegel. მაგრამ საბოლოო განხეთქილება მაისის ბოლოს საპარალმენტო არჩევნების წინ მოხდა. სააკაშვილმა საარჩევნო სიაში მხოლოდ თავისი წრე შეიყვანა, რის გამოც ბურჯანაძემ დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ რუსეთთან ომის შემდეგ მან ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განაცხადა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბურჯანაძე თავის ამოცანად დანაწევრებული ოპოზიციის გაერთიანებას ისახავს. ამჯერად გამაერთიანებელ ფაქტორად შესაძლოა მოქმედ პრეზიდენტისადმი ერთიანი ძალით დაპირისპირება იქცეს.
ქართველების უმრავლესობა უკმაყოფილოა სააკაშვილის პოლიტიკური “უნიათობით”. კერძო საუბრებში, წერს ჟურნალისტი ელლე ვინდიში, რუსი დიპლომატები ამბობენ, რომ სააკაშვილის მემკვიდრეზე საუბრები მიმდინარეობს როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში.
გარდა ამისა, საინფორმაციო საშუალებები უსიამოვნო ინცინდენტის შესახებ იუწყებოდნენ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტთან.
The Independent აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლებს ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტიების კორტეჟი საგუშაგოს მიუახლოვდა.
ინცინდეტნის შემდეგ ქართული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში.
- “ნამდვილად არ ველოდი, რომ რუსები ცეცხლს გახსნიდნენ. მე არავითარ შემთხვევაში პოლონეთის პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ განზრახ არ ჩავაგდებდი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არაპროგნოზირებად ხალხთან”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არა რის, როცა ქართული მხარე აწყობს პროვოკაციას და შემდეგ რუსეთს ადანაშაულებს.
- ”მოიწვიო პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში და შემდეგ მოაწყო საავტომობილო გასეირნება სხვა ქვეყანაში, განა ეს პროვოკაცია არ არის?”, - კითხულობს ლავროვი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არც რუსეთის, არც ოსეთის მხრიდან სროლები არ ყოფილა, იუწყება გამოცემა.
