↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ოდესპანი

ოქრუაშვილის მოძრაობა ნინო ბურჯანაძეს პლაგიატში ადანაშაულებს

maxsimas 1 წთ კითხვა 1266 0 კომენტარი
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ”დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და პარტიის სახელწოდების შეცვლისკენ მოუწოდებს.

- ”ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩვენი პოლიტიკური პარტიისას ემთხვევა. ქალბატონ ბურჯანაძის ფანტაზია იმდენად მწირია, რომ ჩვენი პარტიის სახელი გაიმეორა”, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ”საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და დემოკრატიასთან ასოცირებული ქართული ლექსიკონი არ არის ისეთი მწირი, რომ სიტყვათა მაინცადამაინც ასეთი წყობა ყოფილიყო გამოყენებული”.

პარტიის განცხადებით, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის თანახმად, ”პარტიის სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული, ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას”.

- ”აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, უარი ეთქვას მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველო” ამ სახელით რეგისტრაციაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი