სააკაშვილმა და სხვებმა ფული უცხოეთში გადარიცხეს და გასაქცევად ემზადებიან
საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
”ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ”გასაქცევად მზადებაში” და საზღვარგარეთის ბანკებში სოლიდური თანხების გადანახვაში ამხელს. ”მიხეილ სააკაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ჩაწყობილი აქვთ ჩემოდნები და გასაქცევად ემზადებიან. ისინი ფიქრობენ, რომ აქედან გადარიცხული თანხებით საზღვარგარეთ უდარდელ ცხოვრებას მოიწყობენ. ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოიპარეს, მაგრამ როდესაც ისინი გასამართლდებიან, ეს ქონება ქართველ ხალხს დაუბრუნდება” - განუცხდა ჟურნალისტებს გიორგი გუგავამ.

მისივე მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს თანხები აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირის რიგი ქვეყნების, მექსიკის, ინდონეზიის და სხვა სახელმწიფოების ბანკებში აქვთ გადატანილი.
გუგავას მტკიცებით, ”7 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ძმამ საკუთარი ანგარიშები ინდონეზიაში გადაქაჩა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 80 მილიონი ისრაელის განვითარების ბანკში გადაგზავნა”.
”ლეიბორისტული პარტია” გამოდის ინიციატივით, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა შესაბამისი ანგარიშები დააყადაღონ და ამ მიზნით მათთვის სპეციალური მიმართვების დაგზავნას გეგმავს.