ირაკლი ალასანია კონფლიქტების მოგვარების საკუთარ ხედვას აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკუთარ ხედვას აქვეყნებს. გეგმა რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას გულისხმობს. გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეს გეგმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოზე სიტყვით გამოსვლისას გაახმიანა.
ალასანიას აზრით, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობა კი, 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება უნდა გახდეს.
- ”რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემას ვფიქრობ, საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს”, - განაცხადა ალასანიამ.
აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი აღდგეს, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობა 6 პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულებაა. 7 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნება და კონფლიქტის ზონებში უცხოელი დამკვირვებლების შეშვება უნდა დარჩეს, - აღნიშნა ალასანიამ.
