↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Პდესპანი

პატარკაციშვილისა და კოდუას ცნობილი ჩანაწერი ნიკა გვარამიას დამონტაჟებული იყო

maxsimas 1 წთ კითხვა 1270 0 კომენტარი
[ინტერპრესნიუსი]

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას ცნობილი ჩანაწერი ნიკა გვარამიას დამონტაჟებული იყო.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერის დამონტაჟება მიზნად მხოლოდ და მხოლოდ პატარკაციშვილის სახელისა და რეიტინგის შელახვას ისახავდა. სოზარ სუბარის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე გამოეხმაურა და სუბარის ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

მისი თქმით, სატელევიზიო ფორმატი არ იძლეოდა იმის საშულებას, რომ ჩანაწერი სრულად გამოქვეყნებულიყო, თუმცა, მისივე თქმით, ამ ცნობილი ჩანაწერის სრული ვერსია საზოგადოებისთვის ცნობილია და თავადაც მას გაზეთ ,,ალიას” მეშვეობით გაეცნო

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი