↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სუბარს ყველაფერი ახსოვს... პრეზიდენტის გვარის გარდა

maxsimas 3 წთ კითხვა 1035 0 კომენტარი
დავით კირვალიძე]
სოზარ სუბარის ანგარიშმა პარლამენტარებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ხერხეულიძე გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ ის დეპუტატები, რომლებმაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატზე საკუთარი სურვილით თქვეს უარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეები იყვნენ.

როგორც ხერხეულიძემ სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის განხილვის დროს განაცხადა, ზემოთხსენებულმა პირებმა პარლამენტარის მანდატზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას სამხედრო გადატრიალების გზით გეგმავდნენ.

- ”მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან დღეს საქართველო არის სახელმწიფო”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

დეპუტატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასსა და უმცირესობის წევრ გიორგი ცაგარეიშვილს შორის ტელეკომპანია ”იმედის” დარბევასთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი