↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სააკაშვილის რეზიდენციაში წინასწარმეტყველთა თათბირი გაიმართა

maxsimas 3 წთ კითხვა 1571 0 კომენტარი
[ეკა ბაქრაძე]
როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკაში ვითარება მართლაც მძიმე და კრიზისულია. ამის საფუძველს ბოლო დღეებში მთავრობის წევრთა შეშფოთებული გამომეტყველება და პრეზიდენტის ნაძალადევი შემართება იძლევა. გახშირებული თათბირების, შეხვედრებისა და ანტიკრიზისული გზების ძიების ფონზე, აშკარა ხდება, რომ ფინანსურმა კრიზისმა საქართველოს ინდიფერენტული ხელისუფლებაც კი დააფიქრა.

- “ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყველა მინისტრი განისჯება მის მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით”, - რკინის მუშტი დაჰკრა მაგიდას პრეზიდენტმა, რითიც ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობასთან შეხვედრის პათოსს გაუსვა ხაზი. მისი აზრით, საქართველომ იმდენად მძლავრი საფინანსო სისტემა შექმნა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, იგი არ ჩამოიშლება. ამ ეტაპზე მთავარია, შენარჩუნდეს სამეწარმეო და სოციალური სისტემა. პრეზიდენტის განცხადებით, ასევე არ დაინგრევა საქართველოს საბანკო სისტემა, რადგან ქართული ბანკები მომავალი წლისთვის მიიღებენ საერთაშორისო დახმარებას. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, პრეზიდენტის დავალებით საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების პაკეტს

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი