ალასანია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის
ალასანიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ძირძველ ოპოზიციურ პარტიებს ბოლოდმე არ დაუკავშიროს თავისი პოლიტიკური მომავალი და საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე სუფთა ნაბიჯებით შემოაბიჯოს.
ამისათვის, ყოფილმა ელჩმა ჯერ კიდევ ომბუდსმენადმყოფ სოზარ სუბარს უხმო და ოპოზიციური პარტიის შექმნა შესთავაზა. სავარაუდოდ, ამ დეუტს ტრიოდ გია ყარყარაშვილი გარდაქმნის, რომელიც უკვე თანახმაა აღნიშნულ პიროვნებებთან ითანამშრომლოს.
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია სახალხო დამცველ სოზარ სუბართან ერთად პოლიტიკურ პარტიას შექმნის. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ალასანია ერთ კვირაში საქართველოში ჩამოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ თავად გააკეთებს განცხადებას.
ახალი პოლიტიკური ალიანსი სოზარ სუბართან უკვე შეთანხმებულია. გაერთიანებაში ასევე ინტელიგენციის წარმომადგენლები გაწევრიანდებიან. პარტიის სახედ თავდაცვის ექს-მინისტრი გია ყარყარაშვილიც მოიაზრება
აღსანიშნავია, რომ გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში ჩამოსვლა ერთი კვირით გადადო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზად ტექნიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობა სახელდება.
აშშ-ი იმყოფება ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.
არსებობს ვარაუდი, რომ ალასანია და ბურჯანაძე ერთმანეთს, შეხვდნენ, თუმცა მათი გაერთიანება არ მოხდება.
სააგენტო “პირველის” ცნობით, თითქმის გარკვეულია, რომ ალასანია არც “ახლებისა” და “რესპუბლიკელების” ალიანსის სახე გახდება.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი საქართველოს ყოფილ ელჩთან გაეროში ირაკლი ალასანიასთან “სიამოვნებით ითანამშრობლებს”. ყარყარაშვილი ყოფილ დიპლომატს დადებით პიროვნებად ახასიათებს და მის გადაწყვეტილებებს მიესალმება.
- “ირაკლი ალასანიამ კარგად იცის ომის ფასი. მან აშშ-დან მკაცრი განცხადებები გააკეთა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ალბათ, კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს გააკეთებს, რასაც მხოლოდ მივესალმები. ისეთ პიროვნებას, როგორიც ირაკლია, სხვანაირად არც ეკადრებოდა”, - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.
ოპოზციიური ცვლილებები მხოლოდ ალასანია-სუბარის ფრთაზე არ ვითარდება. ამ დღეებში შედარებით ძველი და გამოცდილი კადრებიც გეგმავენ გადაჯგუფებას და საზოგადოების წინაშე რეაბილიტირებას. გაერთიანებული ოპოზიცია 20 დეკემბრისთვის ახალ კოალიციას შექმნის.
როგორც კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა კახა კუკავამ განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. უკვე ცხადია, რომ კოალიციაში არ შევლენ რესპუბლიკელები და ახლები.
- “კონსულტაციები ახლაც გრძელდება. 20 დეკემბრისთვის გამოიკვეთება, რომელი პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში. შეიძლება ითქვას, რომ ახლები და რესპუბლიკელები არ მოიაზრებიან, რადგან მათ გამოცხადებთული აქვთ საკუთარი კოალიცია, თუმცა კონსულტაციები იმიტომაც მიმდინარეობს, რომ ყველა შესაძლო კონფიგურაცია იქნას განხილული. არის შესაძლებლობა, რომ კოალიცია იყოს ფართო, თუმცა, შესალოა, ოპოზიციური ძალები რამდენიმე ქვეჯგუფად ჩამოყალიბდნენ”, - განაცხადა კონსერვატომა კუკავამ და ხაზი გაუსვა, რომ ეს გდაჯგუფებები უკავშირდება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან.
