↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიტო გელოვანი: ნუ გეშინია, გეგა

maxsimas 9 წთ კითხვა 1994 0 კომენტარი
დიტო გელოვანი: ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. გაზეთი ”ვერსია”]
იციან ხოლმე თქმა, ვინმე დიდ ადამიანზე იტყვიან ხოლმე - სახელმწიფო მოღვაწეზე - ქვეყნის მაჯისცემას უსმენსო... ჩვენთან კი, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ პირიქით ხდება. მთელი ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კი გასულ კვირაში, მთელ ქვეყანას პრემიერ მინისტრის მაჯაზე ედო თითი, მის გულისცემას უსმენდა. არ ვიცი, რამდენად დიდი ადამიანია გეგა მგალობლიშვილი - ამას მომავალი თაობები შეაფასებენ, როდესაც მასზე შეიქმნება ლეგენდები, პოემები... მოკლედ, როდესაც ქართულ ეპოსში დაიმკვიდრებს ადგილს. მანამდე კი, ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, რაღაც მაინც უნდა ვთქვათ. ბოლო-ბოლო კაცი პრემიერია, აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს.

საახალწლო დღეებში გეგა მგალობლიშვილი გერმანიაში იწვა, რადგან სხვაგვარად არ ძალუძდა. კარგად ვერ ვიყავი და უქმე დღეები გამოვიყენე სამკურნალოდ, აბა სამუშაო დღეებში საკუთარ ჯანმრთელობაზე ვერ მოვცდებოდიო - თქვა გეგამ დაბრუნებისას. ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეები ასე იქცევიან და ჩვენი ღვაწლმოსილი პრემიერი ნამდვილად ღირსია, რომ ყოველი ქართველი და, ჩვენთან ერთად, საქართველოს ყველა კეთილმოსურნე, მის გულისცემას სულგანაბული უსმენდეს. სულს თუ გავნაბავთ და გულს თუ მოვუსმენთ, ჯიგარი დაიწვება.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი