↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ადესპანი

ახალი პრემიერის ეპოქა

maxsimas 5 წთ კითხვა 1140 0 კომენტარი
[ნინო ლოლაძე]
გეგა მგალობლიშვილი წავიდა და ნიკა გილაური მოვიდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი პრემიერის კანდიდატურა უკვე დაასახელა და თანაც იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს მის რჩეულს პრობლემა არ შეექმნება.

მაშ ასე, ახალი პრემიერის ერა იწყება. თუმცა საკითხავია, ნიკა გილაური რამდენი ხნით შეინარჩუნებს პოსტსა და გავლენას სააკაშვილის სახელისუფლო კარზე.

გილაურს პრემიერ-მინისტრობისთვის უკვე დიდი ხანია ამზადებდნენ და როგორც ჩანს, მისი აღზევების დროც მოვიდა. ჯერ კიდევ მგალობლიშვილის დანიშვნის დროს სახელისუფლო კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი შემცვლელი სწორედ გილაური იქნებოდა. თუმცა მოვლენები თუ ასე სწრაფად და დრამატულად განვითარდებოდა ალბათ არავინ ელოდა.

სხვათა შორის, შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ მგალობლიშვილის დანიშვნასთან ერთად გილაური პირველი-ვიცე პრემიერი გახდა. როგორც ცნობილია, სწორედ ფინანსთა მინისტრი იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდის დე-ფაქტო ხელმძღვანელი და ყველაფერს რეალურად სწორედ გილაური აკონტროლებდა. კულუარებში ამბობენ, რომ მგალობლიშვილის სერიოზული უკმაყოფილებისა და გაღიზიანების მიზეზი სწორედ ვიცე-პრემიერის ასეთი ძლიერი გავლენა იყო.

სხვათა შორის, ნიკა გიალური ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელიც მთავრობაში ჟვანიასთან ერთად მოვიდა და დღემდე გაძლო. თანაც ისე, რომ გაუთავებელი კარუსელების პირობებში სავარძელი მხოლოდ ორჯერ გამოიცვალა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი