↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიტო გელოვანი: ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა

maxsimas 7 წთ კითხვა 1529 0 კომენტარი
დიტო გელოვანი: ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. გაზეთი ”ვერსია”]
ის, ვინ იყო, ნინო ბურჯანაძე ამდენ ოფისებს რომ ხსნის, ფული საიდან აქვსო - რომ იძახდა? გოგომ კანონები შეგვიქმნა, მამამისმა პური გვაჭამა, ქმარმა მშვიდად ძილის საშუალება მოგვცა და იმდენი აღარ ეკუთვნის, რომ ორი კინკილა ოფისი გახსნას? იმ ჩემგან დავიწყებულს და აღშფოთებულს ვურჩევ, თავისი მამალი მზერა გიორგი თარგამაძეს და მის ოთხ შტატივს და ერთ ჩითის კაბას მიაპყროს. მიაპყროს, რადგან გასულ კვირაში თარგამაძეს და მის ჟურნალისტებს პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების წლისთავი ჰქონდათ.
მოკლედ რომ ვთქვათ, წლისთავი გადაიხადეს. ორმოცი საარჩევნო კამპანიის დაწყებას დაემთხვა და ისეთი პომპეზურობით ვერ აღინიშნა, ასლან აბაშიძისა და ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს რომ შეჰფერის.
ასეა თუ ისე, წლისთავი აღინიშნა და აღინიშნა ”მარიოტში” თარგამაძეს შეუძლია იამაყოს - იგი პირველია, ვინც წლისთავი ”მარიოტში” გადაიხადა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დაჯგუფების ორი წლისთავის აღსანიშნავად მოკრძალებული სეფის გაშლა იკმარებს.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი