↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ადესპანი

აქციაში ამ დროისთვის 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს

leonardo 1 წთ კითხვა 686 0 კომენტარი
დღევანდელ აქციაში ამ დროისთვის 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს

დღევანდელ აქციაში ამ დროისთვის, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
ამასთან, პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან უკვე პირველი კომენტარები კეთდება.
პარლამენტთან ჯერ არ გამოჩენილან ირაკლი ალასანია, ლევან გეჩეჩილაძე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაწყებულ მსვლელობას ხელმძღავენლობენ.
როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ გაანცხადა, მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების შეთავაზება დიალოგზე ფუჭი და აზრმოკლებული იყო.
გოგი თოფაძემ კი აღნიშნა, ამოიწურა მოთმინება; იმედია, ხელისუფლება შესაბამის დასკვნას გააკეთებს და მშვიდობიანად წავა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აქვს სურვილი, რომ აღარ დაუბრუნდეს საქართველო იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც იმყოფება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული იქნება”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც აქციაზე შვილებთან ერთად მივიდა.
მისმა უფროსმა შვილმა რეზო ბიწაძემ განაცხადა, რომ დგას იქ, სადაც მისი მეგობრები, ქართველები დგანან და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდობით დაბრუნდება.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი