ბადრი პატარკაციშვილის სიტყვა მიტინგზე
ბადრი პატარკაციშვილის სიტყვა მიტინგზე (18:10)
მოგესალმებით ქართველებო
მე სულით და ხორცით ამ ერის შვილი დღეს სპეციალურად ჩამოვედი იმისთვის რომ მეთქვა მადლობა ღმერთისთვის ამ ადგილიდან რომ მან მომცა მე უფლება ძნელბედობის ჟამს ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე
ქართველმა ხალხამ დიდი ხნის წინ დაამტკიცა რომ ის არის ბრძენი ხალხი. რა თქმა უნდა ჩვენ დღეს ვინც აქ ვართ შეწუხებულები ვართ იმით რაც ქვეყანაში ხდება.

კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგით და ჩვენ პოლიტიკური გზით მივაღწიოთ იმას რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება.
დღეს ყველაზე ნაკლებად ქვეყანას სჭირდება ბელადები. ჩვენ ერთხელ წელიწადში ან რამოდენიმეჯერ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩემი მოთხოვნა უერთდება იმ მოთხოვნას რომელიც კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ნამდვილად არ ვართ ადამიანი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიტინგებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ჩემი აქ მოსვლა გამოიწვია იმან რომ მე თქვენთვის მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეთქვა:
თუ ბ.პატარკაციშვილს რაიმე პრეტენზია აქვს ესაა იყოს ერთერთი მოქალაქე რომელიც გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს.
არ არის იმაზე დიდი თანამდებობა ვიდრე იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოქალაქეებს შორის. მე არ მჭირდება სხვა თანამდებობა გარდა ამისა.
მიყვარხართ და მჯერა გვეყოფა სიბრძნე იმისათვის რომ პოლიტიკურად მოვაგვაროთ პრობლემა.
საქართველო გაბრწყინდება ხალხო. ამის იმედი გქონდეთ. გმადლობთ.