↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ბდესპანი

ბათუმ 7/8 ნოემბერი

leonardo 2 წთ კითხვა 813 0 კომენტარი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთი ნაწილი სტუდენტების დარბევის ფაქტს "ჯოჯოხეთურ აქტს" უწოდებს. მათი განცხადებით, "საპროტესტო გამოსვლები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე განახლდება">>>

ბათუმელ სტუდენტებს სპეცრაზმითა და გაზით გაუსწორდნენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი ლექციის მიმდინარეობის დროს აუდიტორიებში გაუშვეს და ჰოლში სპეცრაზმი შევიდა. უნივერსიტეტის შენობიდან რამდენიმე მოწამლული და ატირებული სტუდენტები 03-მა გამოიყვანა. 22 წლის თამთა ბაჯელიძე კი, რომელიც ხუთი თვის ფეხმძიმეა, გაზის გამო მოიწამლა და ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. თუმცა თვით თამთამ განაცხადა უარი სტაციონალურ მკურნალობაზე. სამშობიარო სახლის ექიმის თქმით, კი პაციენტს მოსალოდნელი აბორტი ემუქრება>>>

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი