არჩევნებს ვარსკვლავები განაგებს
![]() | ||
არჩევნებს ვარსკვლავები განაგებს: ასტროლოგის აზრითბილისი, 4 იანვარი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. | ||
5 იანვრის საქართველოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ვარსკვლავების წყობაზეა დამოკიდებული - დარწმუნებულია ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჰოროსკოპით მერწყულია. ”მისთ[ის საუკეთესო წელი - 2009 წელია, არჩევნები რომ 2009 წელს ჩატარებულიყო, ნათელაშვილს კარგი შანსები ექნებოდა”, - განაცხადა ასტროლოგმა.
ხოლო ”ახალი მემარჯვენეების” კანდიდატს დავით გამყრელიძეს ”კარგი შანსები ექნებოდა არჩევნები 5-ში კი არა, არამედ 7-ში რომ გამართულიყო”. ”ამ არჩევნებზე მას დიდი შანსი არ გააჩნია, რადგან ის ვერძია, ხოლო ვერძისთვის ციფრი ხუთი წარუმატებელია, თუმცა,მთლიანობაში წელიწადი კეთილსასურველი იქნება”, - განაცხადა ცაგარელმა.
არასასურველ დროს იმართება არჩევნები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის. ”მას, როგორც მორიელს ამჟამად არ გაუმართლდა. 2008 წელი მისთვის, საერთო ჯამში, წარმატებულია, მაგრამ მორიელებისთვის რთული პერიოდი 7 თებერვლამდე გაგრძელდება. ხოლო, არჩევნები რომ 2007 წლის ან 2008 წლის ნოემბერში ჩტარებულიყო, პატარკაციშვილის გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა”, - მიიჩნევს ცაგარელი.
თხის რქა სარიშვილი-ჭანტურია 2008 წლის დადგომით ”თავისთვის ფანტასტიკურ პერიოდში შევიდა”, - განაცხადა ცაგარელმა. თუმცა, არჩევნების შესაძლო შედეგების კომენტარისას, მან აღნიშნა, რომ ”მისი რეიტინგი კანდიდატთა შორის იმდენად დაბალია, რომ პლანეტების კეთილგანწყობა ამ შემთხვევაში ვერ დაეხმარება”.
ლევან გაჩეჩილაძისთვის, ასტროლოგის პროგნოზის თანახმად, ”როგორც ყველა კიბორჩხალისთვის, 2008 წელი გარდატეხის წელი იქნება - ისინი ბოლო ექვსი წლის მანძილზე დათესილს მოიმკის”. ამავდროულად, ინფორმაციაზე, თუ როგორც იმოქმდებენ ვარსკვლავები გაჩეჩილაძის შანსებსზე არჩევნებში ცაგარელმა თავი შეიკავა.
მშვილდოსანი გია მაისაშვილი ვარსკვლავთა ნებით ახალ წელს მიიღებს შანსებს ”გაიმაგროს საკუთარი პოზიციები”. ”ვერ ვიტყვი, რომ ეს წილიწადი ბრწყინვალე იქნება მისთვის, მაგრამ მას საკუთარი პოზიციების გამტკიცების და მისი ეკონომიკური პროგრამისადმი ინტერესის გამოწვევის შესაძლებლობა მიეცემა”, - განაცხადა ცაგარელმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მშვილდოსანს - მიხეილ სააკაშვილს, ”2008 წელს მას საკმაოდ დიდი შანსები აქვს”, მიჩნევს ასტროლოგი. ”მაგრამ, მან რომ მე რჩევა მკითხოს - მე მას ვურჩევდი არ დაენიშნა არჩევნები სწორედ 5 იანვარს. მარსი და პლუტონი დიდ დაძაბულობას ქმნიან - ეს შეიძლება აისახოს არჩევნების შემდგომ დღეებზე”, აღნიშნავს ცაგარელი. --0--
წყარო http://www.newsgeorgia.ge/society/20080104/42129254.html

