↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ოდესპანი

ოპოზიციურმა კოალიციამ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მისივე კაბინეტში მოითხოვა

leonardo 2 წთ კითხვა 1210 0 კომენტარი

პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ და ლევან თარხნიშვილის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მათი განცხადებით, ის არჩევნების შედეგებს აყალბებს.

”შენ გააყალბე არჩევნები, აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე მთელი ქართველი ხალხის წინაშე. და ამის გამო შენ დაისჯები - ამ სიტყვას მე გეუბნევი,”- განუცხადა აღელვებულმა გაჩეჩილაძემ ცესკოს თავმჯდომარეს.

”ახლა გადმოიღე და მოგვეცი ის ოქმები, რომელსაც აყალბებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოქმები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებს და იმ ოქმებით ჩვენ ვართ გამარჯვებულები,” - განაგრძო მან, ”ახლა გამოიღე ის ფაქსი, რომელსაც არავის არ ანახებ აქ და მარტო შენ იღებ ინფორმაციებს. ახლა მოიწვიე ოპოზიციური კომისიის წევრები და იმის თანდასწრებით ვილაპარაკოთ”.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი