დღეს თბილისში რამდენიმე აქცია ერთდროულად დაიწყო

მერიასთან „დასის", „თავისუფლების", „ჩვენ თვითონის" და ვეტერანების გაერთიანებული აქცია ამ დროისთვის დაიშალა. დღეს თბილისში რამდენიმე აქცია ერთდროულად დაიწყო.
მერიასთან შეკრებილებს პარლამენტთან მომიტინგე ვეტერანები შეუერთდნენ, „თავისუფლების" წევრები კი, ცოცხალი ჯაჭვით, მერიასთან ლესელიძის ქუჩიდან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას, სარეაბილიტაციო არეალის მოსაკრებლის შესაძლო შემოღებას და შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ.
პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, შეიქმნება აქციათა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც სამომავლო გეგმებს დასახავს. ხვალ აქცია მერიასთან ორ საათზეა დაგეგმილი.From: ImediNews.GE

