↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Მდესპანი

მიხეილ სააკაშვილი:საქართველოს მალე 100 000 კაციანი რეზერვისტთა სახალხო ლაშქარი ეყოლება

LEVA1989 1 წთ კითხვა 588 0 კომენტარი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა სამხედრო აღლუმმა საათსა და ორმოც წუთს გასტანა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსული დიასპორების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღლუმზე 14 575-მა სამხედრომ ჩაიარა, მათ შორის 11 075 ჯარისკაცი და 3 500 რეზერვისტი იყო. რეზერვისტებს საქართველოს პრეზიდენტი გამორჩეულად მიესალმა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უახლოეს ხანში 100 000 კაციანი რეზერვისტთა სახალხო ლაშქარი ეყოლება.

აღლუმს გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა. დღეს რუსთაველის გამზირზე 19 ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სახის მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა. თავდაცვის სამინისტრომ აღლუმზე საფრენი აპარატებიც გამოიყვანა.

რუსთაველზე მსვლელობა საქართველოსა და ლატვიის სამხედრო ორკესტრების გამოსვლით დასრულდა. აღლუმს საქართველოში აკრედიტებული ელჩები ემოციურად დატვირთულს უწოდებენ.

რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმს განსაკუთრებული ყურადღებით თვალს ბავშვები ადვენებდნენ. პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის, ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრების, ასევე პარლამენტართა შვილები.

ფოტოების დასათვალიერებლად სტატია იხილეთ სრულად.

წყარო: http://imedinews.ge

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პოლიტიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი