↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტუმრად პოეტთან

ანთაძე ცისანა

2026-07-181 წთ საკითხავი1332 ნახვა

—
(ნატურალისტური ჩანახატი)
მაგიდაზე ლიმონი _ მონატრება მთვარის,ჩაღვენთილი სანთელი _ სტალაქტიტის მირაჟი,ჩალეწილი ფანჯრიდან კარგა უსტვენს ქარი,თანაც მტვერი შემოაქვს მილიონი ტირაჟით.
წაქცეული ჭიქა _ დაცლილია ბოთლი,ახალშობილ სტრიქონთან თავმიდებულს ძინავს.გაზქურაზე ჩაიდანს აროხროხებს ორთქლი,ესეც შენი პოეტის ნაფერები ბინა ....
ანთაძე ცისანა

ანთაძე ცისანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი