↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს მზე გვეხატოს გულზე

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9864 ნახვა

—
მისი იყოს გამორჩენის სიხარული,ვინც ლოზუნგობს შეზლონგების გულისთვის,მე მოვკვდები საქართველოს სიყვარულით,არც რას ველი დედის სამსახურისთვის.
ვტკბები მზით და მლოცველივით უხმაუროდვმსახურებ და ვუნთებ თაფლის სანთელს,შენ დაიხსნი ჩემს სამშობლოს, სიყვარულო,შენი მადლი არ მოაკლდეს ქართველს.
პირჯვარს ვიწერ, საქართველო უკვდავია,ასე მწამს და ასე სწამდათ ოდის,ჩვენს მამულზე მტრებს უჩვენოდ უდავიათდა ჩვენს ბედზე სულ უჩვენოდ ბჭობდნენ.
ახლა, როცა ცა გაიხსნა ვარდისფერად,ახლა, როცა ღვთიურ ნათელს ვუმზერთ,თქვენ მოგიძღვნით ლაღი გულის ამ სიმღერას -საქართველოს მზე გვეხატოს გულზე.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი