↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანთლის შუქი

თედორაძე დავით

2020-07-121 წთ საკითხავი9855 ნახვა

—
ვაზი სულში გადავმალე,ჯვარი – ჩუქურთმებში,ვერ ჩამიქრეს წმინდა ხატთანსანთლის შუქი მთებში.ვერ ჩამიქრეს –კლდე გამიხრავს ჯავრისაგან კბილით,იავნანა მშველოდა დაკაბა-კალთის ჩრდილი.შევინახე ხანძთის განძი,ტაოს დარდი მწველი,მეწყერივით მოვარდნილიმიჩეხია მტერი.კლარჯეთს ცრემლი არ გაუშრა,ბევრჯერ მომატირა –აღსრულდესო დედის ნატვრა, –შესაწირავს სწირავს.ვეფერები აჭარისწყლისხეობას და სივრცეს,აქ არტანუჯს გავიხსენებ,სულს იმერხევს მივცემ.ვაზი სულში გადავმალე,ჯვარი – ჩუქურთმებში,ვერ ჩამიქრეს წმინდა ხატთანსანთლის შუქი მთებში.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი