პოეზია · ლირიკა
კანოე
ხელები არის ნაპირებიდა მაჯებზე ვიწრო ზოლები,ჯებირებია სხეულის გასწვრივ.ნუ შეიმჩნევ, რომ ჩვენ გადაგვივიწყა დრომ,რომელმაც ამოგვათრია დიდი ხნის წინათრიფებზე გალახული სხეულებითდა მიგვატოვა მცხუნვარე მზის ქვეშ გამოსაშრობად.მას მერე მოხდა ბევრი რამეანუ გამოხდა ხანი. თმა გაგვიხუნდა,დაგვეწვა და უკვე ამდენჯერჩვენს ტკივილებს გადაძვრა კანი. საოცარია,ეს დაკარგვა, თან უიმედოც.ერთადერთი ნუგეში დარჩა (ილუზიაა) -ქვებზე გულაღმა სახით წოლა და წარმოსახვა:ღრუბლის კანოე და ჩვენ -ცალ მუხლზე დამდგარი უჩინო მეზღვაურებიმარჯვედ რომ ვუსვამთ კაკლის ხმელ ნიჩბებს დაროგორ ვსერავთ თევზისსუნიან ზურმუხტის ტბასუმისამართო მინიშნებით:მარცხენა მხარეს მოსახვევია.