პოეზია · ლირიკა
კუ
ეს იყო დამშრალი ქალაქის განაპირა მხარე,ქუჩა, ცალი მხარიდან ტროტუარით,გზა, ნარინჯისფერი ღერძულა ხაზებით-მარცხნიდან მოძრავი ავტომობილებისათვის,მარჯვნივ- უძრავი, სტატიკური ველი სადაცგადარბოდნენ ადამიანები :ცალი ფეხით შიშველი ქალები, რომელთაც ხელშიეჭირათ ზონარაწყვეტილი სანდლები(არც ერთ მათგანს ბროლის ქოში);თეთრ სახვევებში შეფუთული ბავშვები-შეხსნილი თასმებით,ხელჩაკიდებული ჭაბუკები,რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთისათვის თვალებით გაეღიმათ.უნებურად მათ უჩანდათ კბილებიდა თვალებს ხრიდნენ ძირს.მე მინდოდა გადაჭრა ქუჩის,მაგრამ არ იყო გზა-იყო მხოლოდ შუქნიშანი შვიდი ფერით,რომელიც იდგა ქალაქის თავზედა ენთო ფერი მეწამული.და შემეშინდა.მინდოდა შეგვშინებოდა ჩვენ.ვგრძნობდი,როგორ ვვარდებოდი საკუთარ ტერფებზე შემდგარიდა მოვგავდი ხის მოქანავე ცხენზე ამხედრებულ ყრმას.მერე მე დავინახე მდინარე, რომელიც გადიოდა ჩემგან-რომელიც შემოდიოდა ჩემში.და ვიყავი საკუთარ კალაპოტში დახვრეტილი დელტა.ჩვენ ყოველთვის ვიცოდით როდის იყვნენ კუები ბედნიერი,რადგან მხოლოდ მე შემეძლო მათ სახეებზე ღიმილის წაკითხვა.