↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეტო

ჩხეტიანი ნათია

2008-05-123 წთ საკითხავი3996 ნახვა

—
როგორ ხარ, ლეტო?ნუ მეტყვი, რომ გადაგივიწყე -ხომ გახსოვს, თვითონ მასწავლიდი,სიტყვები ჰგვანანო ქერქგამძვრალ ბანანს,რომელსაც ჭამენ როცა შიათ ანდაუბრალო დესერტია ნასადილევს მორწმუნეთათვის.ეს რაც იჭმება... და რაც არა?!მე არ მინდა ფეხი დაგიცდეს.სამხრეთი შენგან - ეკვატორი,ელექტრობოძის მავთული ჩემთვის,რომელზეც ვჯდები საოცნებოდ ნაცრისფერი თუთიყუშივითდა წარმოვიდგენ, რომ ვარ ჟაკო -რუხი ფრინველი.წარმოვიდგენ ასაღებად გამზადებულმარცვლგაცლილ სიმინდის ყანებს,ფერმერთა წყევლას და ჩვენს გუნდებს...გესმის? დავცინით...ახლა ბნელდება.მოადგა ღამე მატარებლით ცარიელ სადგურსდა რიგრიგობით ჩამოცალა თალხი სიზმრები ვაგონებიდან.ვგრძნობ, როგორ ირევს ამ მეწამულ ილუზიასეს ცხელი ღამე,სოფელი კი ჰგავს საპატარძლოს თეთრ საღამურში.ეს პროცესია მეორდება როცა ბნელი,კატასავით წვება ფეხებთან .მდინარე კი ისევ იძახის:”დებო და ძმებო,დედებო და მამებო, და თქვენ ცოდვილნო,ჩამოდით ქვემოთ!დავდგეთ ლოცვად, რომ გვასწავლოს გულმოწყალემაღალმა ღმერთმაგზა ხსნისა,გზა წვიმისაკენ,გზა არსაითკენ მიმავალი “.და ჩვენც ვლოცულობთ,გვწამს მხოლოდ ხსნის,არც ერთ ჩვენგანს ჯოჯოხეთის(კაცმა არ ცის სად უფრო ცხელა).უნებურად მეფიქრება, რატომ სურთჩვენებს გადაინახონ თავიანთი სულები ცაში,რომელიც არის სამყაროს სხვენი.ერთი კიდიდან მერეში გადავრდნას ჰგავს.სარდაფის ვიწრო ჭუჭრუტანა ურო ლურჯად გვაჩვენებს ცასვიდრე ის მოჩანს სახურავიდან.და საერთოდაც,მისი ფერი არ არის ლურჯი-ის ცისფერია.ბოლოს კი, ლეტო,მამაჩვენების საზიარო წყალსაცავი, ტბა თუ რაც იყოამ სეზონზე სრულად ამოშრა დაგვერდიგვერდ უწყლოობით ღაფავენ სულსთევზები და ჩვენი ბავშვობა.* * * *
ვარ ჩვეულებრივ -ზღვის დონიდან არც ისე მაღლა,მოვცილდი ქალაქვს საიდანაც ასე შორიადაკიდებული ჰორიზონტის უმზეო გასვლა,მოძველებული აპარატის ფოროკადრიდან.ვარ ჩვეულებრივ -ზღვის დონეზე ანუ ნაპირი (ჩანხარ),სადაც არ დაეძებენ რა იყო შარშან.როგორც ყოველთვის დასავლეთში წვიმას აპირებს,როგორაც გუშინ გადაგვრეცხა და მერე გაშრა.ყველა მხარიდან გასასვლელი არ არის სადღაც,მაგრამ უთუოდ,ყველა კარი ჰკიდია კედელს.წასვლაც ყოველთვის გამგზავრებას არ ნიშნავს რადგან,დასაფარ მანძილს ნაბიჯები ვერ ამოკლებენ.ვცდილობ ჩამოვხსნათ დალუქული სული ანჯამებს,მერე სხეული იქვე ზღუბლზე გადავაფინოთ-ფეხი წამოკრან, შეიწმინდონ ანდა ჯანდაბას,როგორც წესია მდუმარებით გადააბიჯონ.და ჩვეულებრივ, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა,ვცილდები ქალაქს, საიდანაც არც თუ შორიადაკიდებული ჰორიზონტის უმზეო გასვლამოძველებული აპარატის ფოტოკადრიდან.
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი