პოეზია · ლირიკა
მე ვინც მიყვარს, არ ბერდება
ფრიდონ ხალვაშს
მე ვინც მიყვარს -არ ბერდება,სული მისიმზის გულმკერდზე ნებივრობს,ცა იხსნება,მის თვალებში ცა იხსნება,ვარსკვლავები უნდა მომაკრეფინოს.
მე ვინც მიყვარს -არ ბერდება,არ ბარდება ფოთოლცვენის თარიღს,ტკბილია და ვერასოდეს ვერ ვცილდებიმისი სულის სურნელოვან მარილს.
მე ვინც მიყვარს -არ ბერდება,არ აცვდება კურთხეული დიბა,საქართველოს მტერთან მტრულად აენთება,საქართველოს მტერს თვალებით ბურღავს.
დამმოძღვრა დაჭირსა შიგან გამაგრებაამომკვეთა ჩუქურთმებად გულზე.მეწყერს მოჰგავს თვალთა მისთა გაავდრება,ჩვილის ღიმილს -თუ მოყვარეს უმზერს.
მე ვინც მიყვარს -არ ბერდება,არ შედგება სიძულვილის კლდეზე,დადის, დააქვსჩემი კუთხის საგანძური,სიწმინდეს და ერთგულებას ეძებს.