↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეფეების სპასალარი

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9864 ნახვა

—
მურად თედორაძეს
სიყვარულში სწორუპოვარსგიხსენებთ და გეფერებით,ღვთისგან პირჯვარდაწერილო,სპასალარო მეფეების.
ფარნავაზთან ერთად ქმნიდიქართულ ანბანს სასოებით,გადაგქონდა ეტრატებზესაამბორო ასოები.
ჭოროხისპირს დავით მეფისლაშქარს გადასახე ჯვარი,შვიდმნათობი თამარისთვისბრძოლით გახსენ ტაოსკარი.
აბრეშუმით ქსოვდი დროშას,უმზადებდი რუსთველს მელანს,თინათინის მიჯნურს გაჰყევტარიელის დასახსნელად.
მოუსინჯე ქაჯებს ღონე,ხანჯლით გამოსჭერი ყელი,დაჰკარი და დაიმონეპირუტყვნიც და პირმეტყველნიც.
ერეკლესთან საასპინძოდშეგიკაზმავს თეთრი ცხენი,გითრევია, სამარცხვინოდ,ღალატისთვის ტოტლებენი.
აშენებდი, ამშვენებდიმამულს - მუმლით შენაწუხარს,შინ შვილებთან ბრუნდებოდი,ტოტებძლიერს ჰგავდი მუხას.
`დედა ენას~ გადაშლიდიმოძღვართუხუცესი, ქველი,იყავ მარჯვე მოსაუბრე,გულწრფელი და გულფიცხელი.
ცხრით ხარობდი, ცხრანი ვიყავთ,ცხრა ზღვა, ცხრა მთა, ცხრაკლიტულით...საქართველოს ველ-მინდვრებშიცხრათვალა მზით გაზიდული.
გვჯერა, ღმერთთან ახლოსა ხარ,ხსოვნას შენსას ვეფერებით,ღვთისგან პირჯვარდაწერილო,სპასალარო მეფეების.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი