პოეზია · ლირიკა
შენს გულს შემოვევლები
თვალი ცრემლით თუ აივსო _სიხარულის ცრემლებით,ბრალი შენ გაქვს, ქუთაისო,შენს გულს შემოვევლები.ჩემი ძმები მინათებენ,იმათი მზე არ ჩავა...მიმასპინძლებს ქუთათურადდენდი თემურ ლანჩავა.ძმობის მირონს წაგცხებს გულით,სიყვარულით შეგრუჯავს,საქმის კაცი, სიტყვის კაცი,თავბერიძე ელგუჯა!შვენის ქალაქს ამყოლაძე,შვენის ებანოიძე,ჯეირანი გულგაშლილიჩემთვის ნახატს მოიძევს;მისახსოვრებს პეიზაჟებსსულის მოსაბრუნებლად...რომ ბათუმში მათ მხნედ დავხვდე,რომ დავბრუნდე უვნებლად.რომ ბათუმშიც სულ მაისისსუნთქვა მიმოიღვაროს,სულმა იცის, ქუთაისმაროგორ მინდა იხაროს.