პოეზია · ლირიკა
არ მომიწყინო და-ძმები
ხოხბის ყელივით ლამაზი,ხოხბის ყელივით მწველი,გამოჩნდა არხილოსკალოდა ალაზანის ველი.
გამოჩნდა თეთრი სახლებიბალღების ჟრიამულით,ამოფრინდება გნოლივით,საცაა, ჩემი გული.
შენ გენაცვალე, კახეთო!უხვო, ძლიერო, ხმიერო,ნაღვარეველის მარჯვენაშენს მიწას _ საბედნიეროდ!
შუბნელის შუბლი გაშლილიშენს ცას მაგონებს კრიალას,არ მომიწყინო და-ძმები,შეჩვეულები იალაღს!
ფოთაროელი ჯაფის დაოფლის მარილით იზილა,დაგიზრდის, დაგიფრთიანებსშალვას, ელიზბარს, ბიძინას!
საქართველოში ქართველიარსად არ არის სტუმარი,უარი კუთხურ ზღუდეებსდა კუთხურ კუნკულს უარი!
შენ გენაცვალე, კახეთო!სამთაწყაროს და `ფიროსმანს~ჩემი ყოველი სტრიქონიმიერთვას ძღვნად და მილოცვად!