↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუცოს გოდება

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4585 ნახვა

—
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,თორღვაის ცხენი იქ აბია,ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,მტერი მამულისა მიკაფია,სისხლი წყაროსავით მიხაპია,იმედი რომ ერქვა მუცოს."ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,მტერი, მოყვარე მთავარია,ჩემთან არც ერთი არ არიან,ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".ნეტა რა ხმაა და რა ზარია,რა გოდება და თავზარია,მუცოს ბეჭები გაბზარვია,ჟამისგან ძლეულა მუცო...სურდათ აკვნები ურწეველი,მტერი არ დარჩა უწვეველი,"წასული თავ-ბედ უწყევლელი,ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".ასე ურყევი და ურღვეველი,მტრისათვის ხარკის უძლეველი,გაუტეხელი და უძლეველი,ჟამისგან ძლეულა მუცო.სადღაც ლამპიონთა ღაღანია,სადღაც ცეკვაა და არღანია,სადღაც ვაჭრობაა გაგანია,ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,აღარც ფარ-შუბების ჭახანია,მშველელს ელოდება რა ხანიაბეჭებგაბზარული მუცო .
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი