↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუცოს ცა, ცელქი ცქრიალი

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4580 ნახვა

—
გახსოვს: ის ცელქი ცქრიალიმუცოში მოცვზე ცილობა,ცად ცისარტყელის ციალი,ან ცეკვა და სიცილობა.
კოცნა - დამქცევი სიცივის,ან ცვენა ცხელი ცრემლების,ან ცივი ცვარის ციმციმი,ცერებზე ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცებაცად აცერილი ფიცარითან საოცნებო ცხოვრებასიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცაცებით,ცირცელზე გადაცოცება,ალიცლიცული ცაცხვები,ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაციები,ცვრიანი ხორცი აცმული -მეცხრე ცას ასაცილებიცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნებარაც არ იცი და რაც იციცისკარზე ცის დამორცხვებაცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალიოცნება და სიცილობა,გახსოვს - ის ცელქი ცქრიალიმუცოში მოცვზე ცილობა.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი